13:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 13:49:13, 2703 ნახვა

ეკონომიკა
ტურისტული ობიექტებისათვის რეგიონებში კონსულტაციები იწყება

17 სექტემბრიდან ახმეტის, ბაკურიანის და ფოთის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, ადგილზე მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტების ინტერნეტში განთავსებისა და ონლაინ მართვის მიმართულებით.

კონსულტაციები განკუთვნილია ბიზნესებისათვის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროდან. კერძოდ - სასტუმროების, სასტუმრო სახლების და გასაქირავებელი ბინების, კვების ობიექტების, ღვინის მარნებისა და სხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტების მეპატრონეებს საშუალება ეძლევათ ადგილზე კითხვებით მიმართონ კონსულტანტს და ინდივიდუალურად მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, დაარეგისტრირონ საკუთარი ობიექტი Airbnb-ის, booking-ისა და tripadviser-ის ინტერნეტ-პლატფორმებზე, შექმნან და მართონ კონტენტი, რაც, საბოლოოდ, დაეხმარება მათ უკეთ მართონ საკუთარი ბიზნესი, გაზარდონ მომსახურების ხარისხი და მიიღონ მეტი შემოსავალი. 

კონსულტაციები სამივე მუნიციპალიტეტში 18 სექტებერს იწყება და 1 თვეს გასტანს. 

  ახმეტა:  

საკრებულოს შენობა, ჩოლოყაშვილის ქ. #49; 

კონსულტანტი: მანანა ქავთარაძე

სამუშაო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი

09:00 – 18:00 სთ.

  ბაკურიანი:

ბაკურიანი, აღმაშენებლის ქ. #8, 

საზოგადოებრივი ცენტრის დარბაზი

კონსულტანტი: თინათინ ყულჯანიშვილი 

სამუშაო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი

09:00 – 18:00 სთ.

  ფოთი:

საკრებულოს შენობა, აღმაშენებლის ქ. #12. 

კონსულტანტი: თათია კვარაცხელია;

სამუშაო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი

09:00 – 18:00 სთ.

კონსულტაციები ხორციელდება პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელიც  წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ერთ-ერთ კომპონენტს. პროექტს ახორციელებს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics