2018-09-17 13:20:55, 2363 ნახვა
კომენტარი
კილაძე კანაფის წარმოებაზე: ჩვენთვის საზოგადოების დიდი ნაწილისა და დედა ეკლესიის აზრი მნიშვნელოვანია
„ჩვენთვის ჩვენი საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე გაიმართება კონსულტაციები საპატრიარქოსთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კანაფთან დაკავშირებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ერის ინტერესშია.
„ჩვენ ყველა იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რომელიც ამ პროცესს წაადგება. არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობასთან არ იქნება შეთანხმებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების დიდი ნაწილისა და დედა ეკლესიის აზრი, აქედან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ავტორი: ,