03:06 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 12:45:52, 2546 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: ბახტაძე არის МГУ დამთავრებული შნირი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. 

ყოფილმა პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ის ეთერში მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანას "გაზპრომის" აქციონერი მართავს. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მინისტრების  ნაწილს განათლება რუსეთსში აქვს მიღებული და ისინი მეზობელ ქვეყანაში მოღვაწეობდნენ. 

“გადახედეთ მეგობრებო მთავრობას, ქვეყნის დირექტორი არის გაზპრომის აქციონერი. ვინ არის ქობულია? რომ იძახით ლამაზი მინისტრებიო, ჩვენ გვყავდა უბრალოდ ლამაზი მინისტრი ვერა ქობალია კი არა, ჩვენ გვყავდა ძალიან მაგარი მინისტრი ვერა ქობალია, რომელმაც შექმნა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ამათ გააბანძეს. რუსეთიდან ჩამოიყვანეს ქობულია. რატომ ჩამოიყვანეს გახარია? რატომ არის რუსეთის მოქალაქე შს მინისტრი?  საიდანღაც მოთრეული, არარაობების და გრიგოლ ვაშაძის შედარება არ შეიძლება. გრიგოლ ვაშაძეთი, რომელმაც დაწყებული ვანუატუდან, დამთავრებული პერუთი გაუმართა სამკვდრო-სასიცოცხლო კამპანია რუსეთს არაღიარების შესახებ. ქობულია რა მოსატანია ამათთან ან ბახტაძე? ვიღაც ჩვეულებრივი შნირი, უკაცრავად, სხვა სიტყვა არ მაქვს, МГУ დამთავრებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics