04:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 15:00:05, 736 ნახვა

საზოგადოება
„გირჩი“ სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატიულ საგანმანათლებლო პროგრამას წარადგენს

„პარტია „გირჩი“ განათლების სისტემის ფუნდამენტური ცვლილებისთვის იწყებს ბრძოლას“, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჯაფარიძის განარტებით,  სახელმწიფო განათლების სისტემის ალერნატიულ სასწავლო პროგრამას თავისუფალი განათლება ერქმევა.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, ეს პროგრამა არ დაემორჩილება არცერთ სახელმწიფო რეგულაციას და თავისი მიმართულება ექნება.

„ჩვენ „გირჩელებს“ გვყავს შვილები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი შვილები მივანდოთ ამ სისტემას, ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ „გირჩის“ ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელსაც პირობითი სახელწოდება აქვს - თავისუფალი განათლება და ჩვენ შევქმნით ამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატიულ განათლების სისტემას. ეს იქნება თავისუფალი განათლების სისტემა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

 ასევე, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს განათლების მინისტრისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების მიერ გამართულ პრეზენტაციაზე კარგად გამოიკვეთა ის მთავარი პრობლემები, რომლის წინაშეც განათლების სისტემა დგას.

„მთავარი პრობლემა, რომელიც არ ესმის არც პრემიერმინისტრს, არც მთავრობის წევრებს და, მათ შორის, არც განათლების მინისტრს, არის ის, რომ მანამ, სანამ ქვეყანაში არსებობს ერთიანი უნიფიცირებული სისტემა, სადაც ადამიანების, ბიუროკრატების ჯგუფი ერთი სამინისტროს შიგნით წყვეტს, როგორი უნდა იყოს განათლება და რა არის განათლება, როგორც პროდუქტი და ისინი განსაზღვრავენ, როგორ უნდა მოამზადონ ბავშვები მომავლისთვის, რომლის პროგნოზირებაც არავის არ შეუძლია, მანამდე ეს პრობლემები იარსებებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.

ახალ პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გაჟღერება ჯაფარიძემ ორშაბათს, 17 სექტემბერს დანიშნულ პრეზენტაციაზე დააანონსა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics