03:33 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 10:27:29, 573 ნახვა

რეგიონი
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე 8 000-მდე აბონენტს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

აჭარის ა/რ მთავრობისა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, შპს ,,ბათუმის წყალმა" ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და შპს ,,ბათუმის წყალი"-ს დირექტორთან მარიამ გვიანიძესთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

პროექტი I ეტაპზე ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელის შექმნას ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 მილიონ 700 ათას ლარს.

პროექტის II ნაწილი ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მიერ განხორციელდება და მისი ღირებულებაა 2 მილიონ 600 ათასი ლარი. სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე, მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით, 85 კილიმეტრს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია.

ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა. დღემდე მოსახლეობა წყალმომარაგების მიზნით მიწისქვეშა წყლებს იყენებდა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე, 8 000-მდე აბონენტს უწყვეტი წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში ექნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics