|
2018-09-13 19:16:22, 1554 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩეხეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ინვესტიციებისა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „რედისონში" საქართველოს-ჩეხეთის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხური მხრიდან ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი უძღვებოდნენ „ეს არის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ინვესტიციები - შეიძლება ვთქვათ, რომ მოვიცავთ ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს და განვიხილავთ იმ თანამშრომლობის გზებს, რომლებიც შეიძლება განვავითაროთ ჩეხურ მხარესთან", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გენადი არველაძემ. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობა „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ფარგლებში და ამ კუთხითაც განიხილება სხვადასხვა შესაძლებლობები. გენადი არველაძის განცხადებით, ჩეხეთი, 2018 წლის მონაცემებით, მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები მყარ საფუძველს ქმნის ხარისხობრივად ახალ დონეზე განვითარდეს ეკონომიკური კავშირები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავება/დივერსიფიცირებას, ასევე ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.
(NS)
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)