12:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 16:39:22, 959 ნახვა

ეკონომიკა
ანგურიძე: Fitch-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია

სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი შეფასება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად სწორი ნაბიჯები გადადგა. 

„პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების ზრდაზე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები, რადგან სწორედ მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციები, გამოქვეყნებული ანგარიშები, რეიტინგები, გავლენას ახდენს პოტენციური ინვესტორების გადაწყვეტილებებზე. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings პოზიტიურად აფასებს და ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში საბანკო და საფინანსო სექტორისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს, რომელიც მიმართულია ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებისა და აღნიშნულ სექტორში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებისკენ“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ. 

როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობის პრობლემა ბევრ ქვეყანაში არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც განხორციელდა რეფორმები ამ მიმართულებით და ამ ნაბიჯებს პოზიტიური გამოხმაურება აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანაც. 

„მიმაჩნია, რომ ამ კუთხით რეფორმაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რაც საბოლოო შედეგად მოგვიტანს გამჭვირვალობას, სტაბილურობას საფინანსო სექტორში, ჯანსაღ ბიზნესგარემოს და ყველასთვის სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას“ - განაცხადა  თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics