02:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 16:48:45, 716 ნახვა

საზოგადოება
თბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

„Argus კასპიის შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018“ - ამ სახელწოდების ღონისძიება დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნა.

კონფერენციაზე მოხსენებით „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა.

✔ ტვირთების დინამიკა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში; ✔ მულტიმოდალური საერთაშორისო დერეფნები, მათ შორის ე.წ. შუა დერეფანი და მისი შესაძლებლობები; ✔ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი; ✔ ანაკლიისა და საქართველოს რკინიგზის ქსელთან მიერთების მონაკვეთი; ✔ სამხრეთ-დასავლეთის მარშრუტები; ✔ სატარიფო პოლიტიკის მოქნილობა და საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტენდენციები - ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

მომხსენებელთა შორის, საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიების GR ტრანზიტისა და GR ლოგისტიკა და ტერმინალების ხელმძღვანელებიც იყვნენ.

ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის გარდა, ნავთობპროდუქტების, სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების, ტერმინალების, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ტრეიდერები დაესწრნენ.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics