|
2018-09-12 14:08:50, 882 ნახვა
კომენტარი
გახარია - ნომერი პირველი ამოცანა იმ ქაოსის შეცვლა იყო, რომელიც მარიხუანის მოხმარების ნაწილში, ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მარიხუანასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ კანონპროექტის განხილვისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ახალი კანონპროექტით მკაცრად რეგულირდება მარიხუანის მოხმარების კონკრეტული დასჯადი პირობები. „მოდით ასე შევთანხმდეთ, ამოცანა ნომერი პირველი გახლდათ, და აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას, იმ ქაოსის და განუკითხაობის შეცვლა, რომელიც მარიხუანის მოხმარების ნაწილში, ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა. მოგეხსენებათ, რომ ლიბერალური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ჩვენმა განვითარებამ, გააჩინა გარკვეული მოლოდინები და მოგვცა ის შედეგი, რომ ფაქტობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად ვერ ახორციელებდა თავის ფუნქციას და რომ შეხედოთ, ბილო წლების განმავლობაში, ნარკომოხმარებისთვის საერთოდ არავინ არის დაკავებული. თავი, რომ დავანებოთ საერთოდ მარიხუანას. ამას ახლა ვცვლით. ჩვენ ვაკეთებთ ისეთ რეგულირებებს, როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება მარიხუანას მოხმარება, რა პირობებში არის დასჯადი და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას აღვასრულებთ.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)