|
2018-09-12 14:04:16, 1019 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი: ნარკომანები საშიში ხალხია, გაიხსენეთ, ცოლებს წამალში ცვლიდნენ
„ნარკომანები საშიში ხალხია, გაიხსენეთ, ცოლებს წამალში ცვლიდნენ“, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციის დაწყების წინა ჟურნალისტებს განუცხადა. იგი მარიხუანის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს დაფიქრება სჭირდება. „არ უნდა იჭერდნენ მოწევისთვის, ისიც ეყოფა, რომ ეწევა, უნა დავეხმაროთ, რომ თუ სურვილიც ექნება, შესაბამისი მკურნალობაც მიიღოს სახელმწიფოსგან. მე რაც შეხება მქონია ნარკომანებთან, ძალიან საშიში ხალხია, თუ გაიხსენებთ, ცოლები გადაჰყავდათ და წამალში ცვლიდნენ. სახელმწიფო როგორ აიღებს მაგას ვერ გეტყვით, ამ საკითხს ძალიან დიდი დაფიქრება უნდა, ცოდოა ის ხალხი, უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)