02:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 12:01:45, 589 ნახვა

საზოგადოება
თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ამ მიზნით სახელმწიფო უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს" 3040 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გადასცემს, სადაც სკოლა და ცენტრი აშენდება.

„ცენტრი განკუთვნილი იქნება 230 ბენეფიციარისთვის, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics