|
2015-06-06 09:24:47, 342 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: საარჩევნო სისტემის მოდელი უმრავლესობის და ბიძინა ივანიშვილის საერთო პოზიციაა
საარჩევნო სისტემის მოდელი უმრავლესობის და ბიძინა ივანიშვილის საერთო პოზიციაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, სისტემის მოდერნიზაცია ისე მოხდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცული იყოს. „ყველა პოლიტიკურ ძალას მივმართავ, გადმოდგას საპასუხო ნაბიჯი, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა. ამ გადაწყვეტილებებს ახლავე მივიღებთ. 2016 წლის არჩვნების ბედი, არჩევნების შემდეგ კი არ გადაწყდება, არამედ გვინდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წლის ბოლომდე დავასრულოთ. მოხარული ვიქნებოდი, რომ ყველა წინა ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯი გადაედგა", - განაცხადა სუუფაშვილმა. რაც შეეხება სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრებას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი სხდომას მათი თხოვნით დაესწრო. "ბიძინა ივანიშვილი სხდომას ჩვენი თხოვნით ესწრებოდა, რადგან საჭიროდ ჩავთვალეთ, ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას აქ ყოფილიყო. ივანიშვილმა თავისი პოზიცია გუშინვე დააფიქსირა. ეს მოდელი სწორედ საერთო პოზიციაა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები კი პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება - აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)