01:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 15:13:26, 768 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ მათ 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, უნდა იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ, 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი, უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, ასევე არა აქვთ გავლილი რეგისტრაცია საზღვარგარეთ, საარჩევნო მიზნებისთვის, საშუალება აქვთ, 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას) ანდა გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის  მოწმობა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკოსნულო სამსახურის ვებ გვერდზე: https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=4





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics