2018-09-09 20:07:24, 1615 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: მოლოდინი გამართლდა, ძალიან გახარებული ვარ
მოლოდინი გამართლდა, ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს, – პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„გამართლდა მოლოდინი. ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. ასევე მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ცხადია, ძალიან დადებითი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, მმართველი პარტიისთვისაც სწორი და დემოკრატიულია. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. უკვე დღეიდან, ამ საღამოს მსგავსად ველოდები გამარჯვებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ,