2018-09-09 18:13:25, 1200 ნახვა
პოლიტიკა
მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს
"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
გუშინ "ექსპრესნიუსმა" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია რომ პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორებსა და აქტივისტებს დღეს ოფიციალურად დაავალეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა.
როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღეს აჭარის, გურიის, იმერეთის, ასევე ქართლისა და კახეთის რაიონულ ორგანიზაციებში "ქართული ოცნების" აქტივი დაიბარეს. განგრძლივი საუბრის შემდეგ, აქტივისტებს და კოორდინატორებს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა დაავალეს.
ავტორი: ,