01:16 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-09 13:11:12, 990 ნახვა

პოლიტიკა
ზაზა სალარიძემ საპროტესტო აქციები დააანონსა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მკვლელებს მფარველობს, ასევე მფარველობს მათ, ვინც გამოძება გააყალბა.
"მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, დაგვიდგეს გვერდში, ჩვენ ერთად უნდა აღვავლინოთ სამართლიანობა საქართველოში. დროა, ერი გამოფხიზლდეს, რათა ხვალ შემდეგი არ იყოს. დღეს ჩვენ არ ვართ მარტო შვილმოკლული მშობლები, დღეს ჩვენ ვართ სისტემის მსხვერპლნი, სისტემამ გადაწყვიტა ჩვენი ოჯახების განადგურება.  არავის მივცემთ უფლებას,  ჩვენი მოკლული შვილების სულებში ჩააფურთხონ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ამ ხელისუფლებას იქიდან გამომდინარე, რომ ისევ და ისევ მფარველობენ მკვლელებს, ხელის დამფარებლებს და უნდათ, მარტო თავიანთი ზეგავლენა მოახდინონ ყველაფერზე. ასევე მოვუწოდებ იმ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომლებთანაც ჩვენ გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ გადაგვიკეტეს გზა, მოვუწდებ ყველას, აქ ჩამოვიდნენ რათა გაეცნონ ვითარებას ადგილზე, გვერდზე დაგვიდგნენ სამართლიანობის აღდგენისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი მოკლული შვილების სიწმინდისთვის და ჩვენი ცოცხალი შვილების მომავლისთვის", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics