01:16 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 11:25:39, 1301 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის მიმართვის ვადა დღეს იწურება

დღეს არის ბოლო ვადა, როდესაც საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეუძლია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით მიმართოს. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერია ანა მიქელაძემ განაცხადა. 

როგორც მიქელაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. 

"სამართლებრივად, 8 სექტემბრის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმეცე დღისა წარმოდგენილი იყოს ხელმოწერები. ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა რეგისტრაციაში გაატარებს პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელმოწერებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან", - განაცხადა მიქელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ცესკო-ში პრეზიდენტობის 41 კანდიდატია რეგისტრირებული. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics