|
2018-09-07 19:33:12, 1346 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: არ შეიძლება, ყოფილი მაღალჩინოსნები გადამხდელის ხარჯზე პრივილეგიებით სარგებლობდნენ
"ჩემი პირადი პოზიცია იყო ეს, პირველ რიგში, რომ არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე, ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს უნდა გავრცელდეს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრზეც. „ამ საკითხზე დისკუსია და მსჯელობა დაიწყო პარლამენტის რეგლამენტის განხილვის დროს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს მომდევნო მოწვევის განმავლობაში, ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდება ეს პრივილეგია, რაც არ არის, სწორი. ჩემი პირადი პოზიცია იყო ეს პირველ რიგში, რომ არ არის ეს სწორი და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები. ეს უნდა გავრცელდეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე, ასევე, ყოფილ პრემიერებზე და ყოფილ პრეზიდენტებზე. არ შეიძლება გადამხდელების ხარჯზე სარგებლობდნენ ასეთი მატერიალური პრივილეგიებით ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ მის პოზიციას უმრავლესობაც იზიარებს. „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი კერძო ინიციატივა. მე დავიწყე ამაზე საუბარი. არ არის სწორი ის, რომ კიდევ ერთხელ, ჩემი პოზიციაა და ამ პოზიციას იზიარებს უმრავლესობა, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, არ უნდა სარგებლობდეს მატერიალური პრივილეგიებით გადამხდელის ხარჯზე. ეს არაფერში არ არის საჭირო, არაფრისთვის არ არის საჭირო. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც არის სწორი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტული ადამიანებს, შესაბამისი კომენტარების გაკეთებისას, სუბიექტური ინტერესები ამოძრავებთ.
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)