02:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 19:26:04, 571 ნახვა

რეგიონი
სოფელ ზარიძეების მოსახლეობა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს გაეცნო

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში  თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. 

პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ საპილოტო არეალის მაცხოვრებლებს სისტემური რეგისტრაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები,  ამოცანები და დაგეგმილი აქტივობები  გააცნო.

შეხვედრას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, მერის პირველი მოადგილე თამაზ იარაჯული, მერის წარმომადგენელი  ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში ზაქრო იარაჯული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ზარიძეების საპილოტო არეალზე პროექტის საველე-ტექნიკური სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტის ფარგლებში მომზადდება მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები, მოხდება მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ. პროექტით დაინტერესებული პირები მიწაზე საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკითხებზე ადგილზევე მიიღებენ კონსულტაციას. ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდგომ მოძიებული ინფორმაცია სამართლებრივად დამუშავდება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარიძეები ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;  მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics