00:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 13:17:20, 857 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერი კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ მამუკა კობახიძესთან ერთად, მატარებლების მწარმოებელ შვეიცარულ კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „შტალდერის“ წარმოების განხორციელების დეტალებსა და მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

„რამდენიმე თვის წინ, თბილისის მერიამ კომპანია „შტადლერთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში „შტადლერის“ წარმოების განხორციელება განიხილება. ეს არის კომპანია, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტს აწარმოებს. დღეს კომპანიის ხელმძღვანელებთან და დამფუძნებლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის შემდეგი დეტალები განვიხილეთ. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერიასა და „შტალდერს“ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება მოხერხდება, წლის ბოლოს, შესაძლებელია, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდეს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დამამზადებელი ქარხანა აშენდება, რომლის მფლობელი და განმახორციელებელიც, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ იქნება“, - განაცხადა  ირაკლი ხმალაძემ.  

„შტადლერი“ სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს და საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების, „საქართველოს რკინიგზისა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით, რკინიგზის ტრანსპორტის რეგიონული  საწარმოს  აშენებას  გეგმავს.  

შვეიცარული კომპანია, როგორც რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს, ასევე, მეტროსა და ტრამვაის შემადგენლობებს აწარმოებს და მას მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები გააჩნია. საქართველოში წარმოებული პროდუქცია, როგორც ლოკალური, ასევე, რეგიონული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics