01:14 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 17:33:48, 1551 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნა სთხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით მიმართა.

ზალკალიანის თქმით, არჩევნებს უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი დაესწრება. 

„საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვართ უაღრესად გახსნილი და ვართ მზად იმისთვის, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად, ტრანსფარენტულად და საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით ჩატარდეს. ჩვენ უკვე დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია გაგზავნილია წერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათ შორის ეუთოს „ოდირის“ მისიასთან, რომ მოავლინოს საქართველოში დამკვირვებლები. წელსაც უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლები გვეყოლება, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს არჩევნები იყოს ისეთივე სამაგალითო და სამართლიანი, როგორც ეს ჩატარდა 2013 და 2016 წლებში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქომბერს გაიმართება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics