|
2018-09-06 11:41:42, 1286 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 3,375,959 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2,703,503 მგზავრი) 25%-ით აღემატება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აგვისტოს თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აგვისტოში 461,051 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (413,347 მგზავრი ). ხოლო 8 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24% შეადგინა (2,565,226 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის აგვისტოში 44 % გაიზარდა და 72,210 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება 8 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382,325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე - 283,355 მგზავრი). ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის აგვისტოში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 121,298 მგზავრმა ისარგებლა. რაც 12% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (108,262 მგზავრი). რაც შეეხება 8 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 8 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 24 %-ით გაიზარდა და 422,888 მგზავრი შეადგინა. ( 342,299 მგზავრი). რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 8 თვეში 5,520 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 251 რეისი შესრულდა.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)