23:34 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 12:29:46, 1193 ნახვა

კომენტარი
რუსი ჟურნალისტი: რუსეთი ოკუპანტი არ არის - ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს

რუსული სახელისუფლებლო გამოცემა "რია ნოვოსტის" პოლიტიკური მიმომხილველის დიმიტრი კოსირევის განცხადებით, რუსეთი ოკუპანტი არაა. 

როგორც მან ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხის განსახილველად საჭიროა დიალოგი. 

"ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი ოკუპანტი არ არის. მე არ ვიცი, ეს ჩემი სპეციალობა არაა, თუმცა მე ეს ასე მეჩვენება. თქვენ შეგიძლიათ დამარწმუნოთ, რომ მე ვცდები, ეს შესაძლებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის, ამას ვგრძნობ. ჩავთვალოთ, რომ ამ ვიზიტიდან მე დავბრუნდები ახალი ინფორმაციით, რომელზეც ვიფიქრებ.

რაც შეეხება კითხვას, ვისი ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ასე უპასუხა:

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს. ჩვენს ტელევიზიაში ხშირად ეწყობა სპეციალური გადაცემები, რომელშიც მონაწილეობენ ძირითადად უკრაინელები. ტელევიზია მათ აძლევს საშუალებას ისაუბრონ, იჩხუბონ, თუმცა ეს არის დიალოგი, რომელშიც ან მონაწილეობ, ან არა. დიალოგის მიმდინარეობისას ადამიანები იგებენ, თუ რა ხდებ მთელ მსოფლიოში, ვინ რას ფიქრობს. ეს არის ტიპიური სიტუაცია. დასავლური ქვეყნები რაღაცას გამოთქვამენ, შემდეგ იცვლიან საკუთარ მოსაზრებას. ახლა დასავლურ ქვეყნებში მიმდინარეობს იდეური და პოლიტიკური რევოლუციის მსგავსი პროცესი. ახლა დასავლეთის მსგავსად ფიქრი, სამწუხარო სურათია, რადგან ის თავად ახლა იშლება ნაწილებად. აშშ-ში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, წადით და ნახეთ რა ხდება“, - განაცხადა კოსირევმა. 

ცნობისთვის, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმი მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო, სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები არიან შეკრებილი და ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics