23:28 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 17:07:41, 1175 ნახვა

საზოგადოება
„მია ფორსის“ სპორტსმენი დათა ქაჯაია „რუხი გრანპრი 2018“-ის გამარჯვებული გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი „მია ფორსის“ სპორტსმენი დათა ქაჯაია „რუხი გრანპრი 2018“-ის გამარჯვებული გახდა.

ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, საპარტნიორო ფონდის ინიციატივით, ფესტივალი „გზა ერთობისკენ რუხი 2018"-ის ფარგლებში, ავტორბოლა „რუხი გრანპრი 2018“ ჩატარდა.

 შეჯიბრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი „მია ფორსი“ ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. წყვილთა რბოლა ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონმა და ამავე კლუბის მრბოლელმა დათა ქაჯაიამ მოიგო. მეორე ადგილი კი ასევე, „მია ფორსის“ წევრმა - ირაკლი ჩხეიძემ დაიკავა.

ავტორბოლაში სხვადასხვა სპორტული კლუბის თორმეტმა პროფესიონალმა სპორტსმენმა იასპარეზა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics