00:41 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 16:10:28, 895 ნახვა

რეგიონი
ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ბათუმის, როგორც თვითმმართველი ქალაქის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოფიციალური სტუმრების მიღება სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.

საზეიმო მიღებას მოწვეული სტუმრების რანგში ბათუმს დამეგობრებული ქალაქების მერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილ სტუმრებს ბათუმობის 130 წლის იუბილე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

მიღებაზე ბათუმის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. დღესვე, ქალაქების მერებმა ბათუმსა და უმენს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

,,ბათუმობა 2018"-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. რეგიონის პირველი პირი ძველ ბათუმში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებას გაეცნო და მოქალაქეებს „ბათუმობა" მიულოცა.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავს სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ძველ უბნებში მე-19 საუკუნის ბათუმი გაცოცხლდება. წარმოდგენილი იქნება კოსტიუმირებული სანახაობები, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოეწყობა თემატური კუთხეები, გაცოცხლდება ისტორიული ფოტოები და საუკუნის წინ მომხდარი სცენები გათამაშდება.

მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა გასართობი შოუები, საბავშვო კუთხეები, გაიმართება საცირკო წარმოდგენები.

ზეიმი პიაცაზე გალა კონცერტით დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics