00:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 13:11:33, 549 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკურ/სამედიცინო გასინჯვები მიმდინარეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმში, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკურ/სამედიცინო გასინჯვები მიმდინარეობს.

აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტან ყოლბაია და აფხზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძესთან გაეცნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტებულია თბილისის სამედიცინო დაწესებულებების ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით (ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, დერმატოლოგი, ანგიოლოგი, ონკოლოგი, ექიმი-რადიოლოგი).

ექიმების კონსულტაციის პარალელურად მიმდინარეობს ინსტრუმენტული გამოკვლევები: ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია. ასევე, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

მედიკოსების დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილ პაციენტებზე გაიცემა მედიკამენტები.

ხვალ, 2 სექტემბერს 10:00 საათიდან მსგავსი აქცია ჩატარდება ქ. ქობულეთში, პირველადი ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის ცენტრ „მედჰაუსში“, მისამართი: 26 მაისის ქ. N2.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics