|
2018-08-30 19:50:37, 984 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს. „დღეს, 30 აგვისტოს, სრულიად საქართველო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი განცდები. 1992-1993 წლებში და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში ათასობით ადამიანია გაუჩინარებული. უკვე მეოთხედი საუკუნეა, მათი დაბრუნების იმედით ცხოვრობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების უმრავლესობა - ცრემლშეუმშრალი დედები, მამები, ახლობლები... 2013 წლიდან მათ მოძიებაში აქტიურად ჩაერთო საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომლის დახმარებითა და აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა ქართველ და აფხაზ ოჯახებს დაუბრუნდეს მათი შვილებისა და ახლობლების ცხედრები. ესოდენ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისათვის, ჩვენი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა მოვახსენოთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროკავშირსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია 1996 წელს დაარსებული სახელმწიფო კომისიის წევრებისა თუ ცალკეული პიროვნებების ძალისხმევა, რის შედეგადაც თავის დროზე 250 ადამიანის ნეშტი დაიკრძალა სათანადო პატივით. ფასდაუდებელია ამ საქმეში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდ ,,მოლოდინის“ წვლილი. ამ ფონდის ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მუზეუმი, რომელიც ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოსთან ფუნქციონირებს. ამ მუზეუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომართა სურათების გვერდით, აფხაზი ეროვნების 135 მეომრის სურათებიიცაა გამოფენილი. ეს ის აფხაზები არიან, რომლებიც იმ ავბედით წლებში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ ნათქვამია, დედის ცრემლმა და ტკივილმა საზღვარი და ეროვნება არ იცისო და სწორედ ეს დაადასტურეს უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების, როგორც ქართველმა, ასევე, აფხაზმა დედებმა, რომლებიც ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი კვლავ განახლდება და ჩვენს ქართველ და აფხაზ დედებს, მსგავსად ხალხური ,,ვეფხისა და მოყმის“ სიუჟეტისა, კვლავაც მოუნდებათ ერთმანეთისთვის საკუთარი გულისტკივილის გაზიარება. ჩვენ კი ყველანი – სოხუმშიც და თბილისშიც – უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ არსებობს ისეთი მარადიული ფასეულობები, როგორიცაა დაკარგული შვილის მომლოდინე მშობლის პატივისცემა და მომავალი თაობების უსაფრთხოება“, - ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაში.
(NS)
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)