21:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 17:05:16, 695 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

მთავრობის მეთაური საქართველოს მთავრობის სახელით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი სენატორის ოჯახს უსამძიმრებს.

„ქართველი ხალხის და პირადად ჩემი სახელით, მთელი გულით ვიზიარებ ბატონი მაკკეინის ოჯახის მწუხარებას. სენატორი ჯონ მაკკეინი იყო პატივისა და ღირსების მქონე ადამიანი, რომელიც ყველაზე მძიმე დროს იდგა საქართველოს გვერდით. სენატორი მაკკეინი მუდამ ემახსოვრება საქართველოს, როგორც ჩვენი უძვირფასესი მეგობარი“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics