21:50 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 14:55:10, 1265 ნახვა

კომენტარი
დოდო გუგეშაშვილი: გამოძიება ერთ წრეზე ტრიალებს

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის თქმით, მასზე თავდასხმისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება წინ ვერ მიდის.

 როგორც გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულიდან გამომდინარე გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი ჩაერთვებიან.

„სამწუხაროდ გამოძიებაში ახალი არაფერი არ არის. ჩვენ ამ საქმეში ვრთავთ მაია ნიკოლეიშვილსა და ზაზა ალთუნაშვილს, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც იმედია, რაიმე ახალს გვეტყვიან. მე ჯერჯერობით არ მაქვს საფუძველი ვისაუბრო, რომ რომელიმე დასკვნა არაკომპეტენტურია ან ამომწურავი არ არის, მაგრამ მაია ნიკოლაიშვილისა და ზაზა ალთუნაშვილის მაღალპროფესიონალური დონის გამო, იმედი მაქვს, რომ ისინი რაღაც ახალს მაინც აღმოაჩენენ საქმეში, რომელმაც შესაძლოა, გამოძიება ცოტა წინ წასწიოს. ახლა, სამწუხაროდ, ის ობიექტური მიზეზების გამო ერთ წრეზე ტრიალებს”,- აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics