21:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 11:49:26, 818 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ბახტაძე კურორტების მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კურორტების ინფრასტრუქტურისა და მზადყოფნის ხარისხით უკმაყოფილოა და ამ მიმართულებებზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს.

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ არის არგუმენტი იმისა, რომ კურორტები გაზრდილი ნაკადების მისაღებად მზად არა აღმოჩნდნენ.

„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და, ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ვიხილეთ ზამთარში. ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ამ ნაკადის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს. ეს ეხება ყველა ადამიანს, ვისაც ეკუთვნის თანამდებობრივად, რომ კურორტები შესაბამის დონეზე იყოს მომზადებული. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკურორტო სეზონებზე, როდესაც ტურისტული აქტივობა განსაკუთრებით იზრდება. არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელი და გვარები, რადგან ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას. დარწმუნებული ვარ, ზამთრის სეზონს, ისევე როგორც მომავალი ზაფხულის სეზონს ჩვენ ხარისხობრივად გაცილებით უფრო მომზადებული შევხვდებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics