|
2018-08-26 16:50:54, 1762 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ქურდობის ფაქტები გახსნა -ცხელ კვალზე დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1966 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.ი. და 1965 წელს დაბადებული დ.ყ., ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში ორი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლები გაქურდეს, საიდანაც ფული და ძვირფასეულობა წაიღეს. სამართალდამცველებმა ვ.ი. და დ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მოპარული ფული, ოქროს ნივთები და საკეტის გასახსნელი ხელსაწყოები ე. წ. „ატმეჩკები“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)