18:21 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-26 14:22:44, 1562 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: მშვიდად განისვენე, სენატორო მაკკეინო!

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება. 
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ სენატორ მაკკეინის ოჯახს და ამერიკელ ერს. ჩვენ საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი დავკარგეთ. ის იმ პატარა ქვეყნების მხარდამჭერი იყო, რომლებიც თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებასა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. მშვიდად განისვენე, სენატორო მაკკეინო!  საქართველო ყოველთვის გცემს პატივს და არასოდეს დაგივიწყებს“, - დაწერა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ გვერდზე. 

81 წლის ასაკში საკუთარ სახლში არიზონას შტატში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. ინფორმაცია გავლენიანი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ, ოჯახმა გაავრცელა.

როგორც ცნობილია მაკკეინი თავის კიბოს ებრძოდა და მძიმე ოპერაციაც გადაიტანა.

2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

ორი დღის წინ მაკკეინის ოჯახმა განაცხადა რომ, ის თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობას აღარ გააგრძელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics