2018-08-24 12:54:12, 1757 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, პოზიციას 8 სექტემბერის შემდეგ გავაჟღერებთ
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" პოზიცია ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია" -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ეყოლება, თუ მხარს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს.
ავტორი: ,