2018-08-23 17:23:42, 948 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
დღესვე, მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და ანგელა მერკელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ავტორი: ,