20:01 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 13:05:12, 1013 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს და KfW-ს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლობის დირექტორმა ოლაფ ზიმელკამ ხელი მოაწერეს 460 000 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც გერმანიის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა. 

აღნიშნული გრანტი მოხმარდება KfW-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დამატებით კვლევებს. 

KfW-ს მიერ დაფინანსებული ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის გზით ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებას, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტის განხორციელებას. 

პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში 2019 წელს შევა, ხოლო ძირითადი სამუშაოების დასრულება 2020-21 წწ. იგეგმება.

 

 


(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics