20:24 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 12:41:17, 1519 ნახვა

კომენტარი
ფხალაძე - გერმანიის კანცლერის ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი თემა ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის პოლიტიკა იქნება

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე საქართველოში გერმანიის კანცლერის ოფიციალურ ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ანგელა მერკელის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.

,,უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განხილული იქნება დღის წესრიგის ძალიან ფართო სპექტრი, რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არსებობს.

ეს არის როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე მრავალმხრივი ფორმატები, როგორიცაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ვიზიტისას ერთერთი უმთავრესი თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემები და ის ვითარება, რაც შემქნილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

ბუნებრივია, განხილული იქნება ის საკითხები, რამაც უფრო უნდა აამაღლოს და უფრო ინტენსიური გახადოს საქართველო და გერმანიის ურთიერთობები, აქ საუბარი ეხება როგორც სავაჭრო- ეკონმიკურ, ასევე კულტურულ - ჰუმანიტარულ კავშირებს.

განხილული იქნება პოლიტიკური დღის წესრიგის ყველა ის საკითხი, რაც დაეხმარება საქართველოს ევროპულ  და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რადგან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში და რაც უფრო ერთად გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და უფრო მეტად დაცულს გახდის საქართველოს", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics