|
2018-08-22 11:00:42, 1553 ნახვა
სამართალი
ტატუნაშვილების ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სტრასბურგში გასაგზავნ დოკუმენტებს შორის მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის - „ემპათიას“ მიერ მომზადებული დასკვნა იქნება. მასში დასაბუთებულია, რომ 34 წლის ახალგაზრდა წამების შედეგად დაიღუპა. სარჩელში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთდროულად რამდენიმე კონვენციის დარღვევაზეა ყურადღება გამახვილებული, რომელზეც პასუხი რუსეთმა უნდა აგოს. „ის, რომ არჩილ ტატუნაშვილი იქნა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასტიკად ნაწამები, ეს დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, დასტურდება არაერთი ესქსპერტის დასკვნით, სადაც დადგენილია, რომ მას მრავლობითი დაზანებები ჰქონდა მიყენებული, რომელმაც გამოწვია მისი სიცოცხლის მოსპობა, ეს ასევე დაადასტურა სამხარაულის ბოლოდროინდელმა დასკვნამ და „ემპათიასაც“,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამინის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა. ტატუნაშვილების ოჯახი იმედოვნებს, რომ მკვლელები დაისჯებიან. სტრასბურში დოკუმენტების გადაგზავნამდე ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატი და „ემპათიას“ წარმომადგენლები მედიისთვის ბრიფინგს გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)