18:33 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 19:11:40, 1418 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი: გოგაშვილის გადადგომა არ არის საკმარისი, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი

„იოსებ გოგაშვილის გადადგომა არ არის საკმარისი, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულისთვის, რაც სპეცოპერაციის ღამეს ჩაიდინა“, - ასე გამოეხმაურა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გადადგომას.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, სწორედ გოგაშვილის გამო ჩაიშალა სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტიც.

„გადადგომით ეს არაფერს არ ნიშნავს, გოგაშვილი უნდა დაისაჯოს იმ სასტიკი დანაშაულისთვის. ის უნდა დაისაჯოს, გომელაურიც უნდა დაისაჯოს. ჩემთვის მაგათი გადადგომა და გადაყენება არაფერს არ ნიშნავს იმიტომ, რომ მათ აქვთ ჩადენილი საუკუნის დანაშაული. მე კი ვიცი, რომ ეს საუკუნის დანაშაულია, ამას იძახის დღეს მთელი მსოფლიო. კონკრეტული კითხვებია, საიდან ვიცნობდი, თემირლანი როგორ მოხვდა მაგათთან, არეული კითხვებია, რომელსაც მე წყობიდან გამოვყავარ. დღეს საერთოდ ისლამში არის ყველაზე დიდი დღე. მიუხედავად ამისა, დილიდან საღამომდე რომ ამათ მიერ დახვრეტილ ჩემი შვილის საფლავზე ვყოფილიყავი, მომიწია ამ მკვლელებთან ერთად ერთი "კრიშის" ქვეშ ყოფნა“,  - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. უწყებაში გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ. იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს 2015 წლის აგვისტოდან იკავებდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics