18:36 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 15:46:12, 1536 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: სურთ საზოგადოებაში გააჩინონ ეჭვი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმთან არის კავშირში

ცდილობენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციებს დაუკავშირონ, რათა მას საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდეს, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაჩალიკაშვილის სუს-ში დაბარების მოტივი გაუგებარია,

„მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე განცხადება გააკეთა თვენახევრის წინ, იგი არ ყოფილა დაბარებული უმალვე. დაიბარეს ორი თვის შემდგომ, როდესაც მან გააკეთა განცხადება, რომ მიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ და სურს სიმართლე ევროპის დონეზე გაიტანოს. ამის შემდგომ იბარებენ, კითხავენ მალხაზ მაჩალიკაშვილს. თითქოსდა მას მართლა რაღაც განზრახვები ჰქონდა, თუმცა ჩვენ ამაზე არაერთი განმარტება გავაკეთეთ და თვითონვე იცოდნენ, რომ ეს იყო არასერიოზული, ემოციური განცხადება. ყველა ინფორმაცია და ყველა ეს დაბარება ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომ მიმდინარეობს გარკვეული მოქმედებები, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაუკავშირონ ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათთან კავშირებს, რათა არ მოხდეს საზოგადოების მხრიდან მისი მხარდაჭერა და უმთავრესად მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics