|
2018-08-21 15:43:27, 1356 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: სოსო გოგაშვილი აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში
„აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება, თუ რა დანაშაულებია ჩადენილი და უნდა მიეცეს პასუხისგებაში“, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გადადგომას. სარალიძის განცხადებით, გოგაშვილი მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში და მისივე დავალებით ჩაიშალა, მისი, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ჟურნალისტ ელისო კილაძის სტრასბურგში გამგზავრება. „ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პირადად სოსო გოგაშვილი ჩარეული იყო არა მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში, არამედ ჩვენი სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლის საქმეში. პირადად გოგაშვილისგან იყო გადაგზავნილი ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ 4- კაციან ჯგუფში, რომელიც გერმანიაში მიემგზავრებოდა, იყო ტერორისტობაში ბრალდებული. კარგი გადაწყვეტილება მიიღო იმ პირმა, ვინც ის გადააყენა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება თუ რა დანაშაულებები აქვს ჩადენილი და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ადამიანმა მთელი სახელმწიფო ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში. მისი თანანმდებობიდან გადადგომა, როგორც შოთაძის ეს არაფერი არ არის და არანაიარად დამაკმაყოფიელბელი არ არის, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, თუ ვინმემ რამე დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)