18:38 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 14:45:59, 1185 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ივანიშვილმა მუქარა გადმომცა, რომ საქართველოში დაბრუნება არც ვიფიქრო

„ივანიშვილმა გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ საქართველოში დაბრუნება არც ვიფიქრო“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მასობრივი გაყალბებებისთვის ემზადება.

„ის რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია, ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა. ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას - ხან ვის სთავაზობს, ხან ვისვინც არ უნდა დააყენოს, ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება! ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუს-ის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან..რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე, ჩემი ჩამოსვლისთვის...გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი, იმ სახელით იცნობს-ბორისად. ასე რომ ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს. არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics