23:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 16:41:17, 349 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: სრულფასოვანი და იდეალური აღდგენა სამართლიანობის, ალბათ, ვერ მოხდება

"სრულფასოვანი და იდეალური აღდგენა სამართლიანობის, ალბათ,  ვერ მოხდება, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი სამართლიანობისა აღდგება",-ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მხრიდან იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხს.
"სრულფასოვანი და იდეალური აღდეგნა სამართლიანობის ალბათ ვერ მოხდება, მაგრამ მოხდება ძალიან დიდი ნაწილის.რაღაც გაუგებრობები დარჩება, ამას ვერ ავცდებით.უკმაყოფილებებიც ალბათ დარჩება, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა იმ უსამართლობისა და იმ დარღვევებისა, რაც მოხდა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, იმედია, რომ დალაგდება. მივადევნოთ თვალყური ამ პროცესებს.თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ ამაში.ძალიან სწრაფად დაურიგდება ბევრს  მანქნაების სახით, თუ მატერიალური ქონების სახით, რომელიც  მთავრობის მფლობელობაშია. მე ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ამ პროცესებში, ბიუჯეტს აქვს წარმოდგენა ამაზე, როგორ უნდა მოხდეს.არ არის გამორიცხული, უფრო ძვირფასი ქონებების გადახდა რამდნეიმე  წლის განმავლობაშიც გაიწეროს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფოს მხრიდან იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი იწყება, - აღნიშნულ საკითხზე მთავრობამ და პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა  იმუშავეს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე კვირას რამდენიმე ავტომანქანის დაბრუნება იგეგმება.
ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა ეტაპობრივად განხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics