23:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 16:14:26, 327 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი და თავდაცვის მინისტრი „დელტას“ ესტუმრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დათვალიერება მე-8 საამქროთი დაიწყეს და „დელტას“ პროდუქციის შემადგენელი ნაწილების ჩამოსხმის, გამოჩარხვისა და დამზადების პროცესს დაესწრნენ.

მოგვიანებით, „დელტას“ სტუმრებმა სეტყვის საწინააღმდეგო მართვის ცენტრში გადაინაცვლეს და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ცენტრის მეცნიერები კახეთის რეგიონში, სოფელ ნუკრიანში, ჭოტორის მთაზე განთავსებული რადარებიდან შემოსულ ინფორმაციას კლიმატური ცვლილებების შესახებ კომპიუტერების ეკრანებზე აკვირდებიან. მართვის ცენტრიდანვე ხდება კახეთის რეგიონში განთავსებული 84 საცეცხლე წერტილის მართვა.

პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა სტუმრობა „დელტას“ მიერ უახლესი პროდუქციის დათვალიერებით დაასრულეს. წელს „დელტამ“ სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების 15 ახალი პროდუქცია წარმოადგინა - მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, უდაბნოს პირობებისთვის ადაპტირებული ჯავშანმანქანა, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები და სხვა თავდაცვითი საშუალებები.

პრემიერ-მინისტრს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა და „დელტას“ უფროსმა უჩა ძოძუაშვილმა უმასპინძლეს. „დელტაში“ ასევე იმყოფებოდნენ ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics