|
2018-08-20 13:19:05, 920 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონკრეტულ კანდიდატურებზე მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საპარლამენტო ფრაქციის "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე, სისტემის გაჯანსაღებისათვის საჭირო საკითხებსა და ინსტიტუციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფებთან, რათა ჩამოვყალიბდეთ როგორი კანდიდატი იქნება ყველაზე მეტად შესაფერისი ამ მაღალი პოზიციისთვის. "შეხვედრები გაგრძელდება და მალე გადავალთ იმ ეტაპზე, როდესაც უკვე კონკრეტული სახელებისა და გვარებისა ირგვლივ გაიმართება მსჯელობა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით დღეს უკვე მეშვიდე შეხვედრა შედგა, რომელშიც მონაწილეობა უკვე მიიღეს სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული-აკადემიური- სამეცნიერო წრეებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)