|
2018-08-17 14:54:00, 1796 ნახვა
კომენტარი
ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედა: ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, პულსი ჯერ კიდევ ჰქონია
მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედა, ციალა ბეჟაშვილი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც მან „იბერიას“ განუცხადა, მისთვის მომხდარის მიზეზი უცნობია. მანვე აღნიშნა, რომ არ იცის ვისთან იმყოფებოდა ზაზა ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე. „რომ მოვედი, მეგონა ეძინა. რაღაცაზე გავედი იქეთ და არ იყო. ეტყობა, ვიღაცამ დაურეკა, რა მოხდა ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონია ჯერ. გვიანი იყო, ეტყობა ვიღაცა მოვიდა სახლში ლიფტში და. არ ვიცი, დოლიძეზე ვინ ცხოვრობს. შეიძლება გული გაუსკდა, ვერ გეტყვით ვერაფერს. რაღაც პრეპარატს იღებდა, სახელი აღარ მახსოვს, ნერვების გამო“,- აღნიშნა ციალა ბეჟაშვილმა. შეგახსნებეთ, რომ მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი სამართალდამცველებმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)