17:35 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 12:44:40, 689 ნახვა

საზოგადოება
გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების მესამე ჯგუფის მომზადება დასრულდა

სპეციალურად  გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების მესამე ჯგუფის მომზადება დასრულდა.

7 პარამედიკოსი რეგიონებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში გაიგზავნება და  მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებს. კურსდამთავრსებულებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა.

ამ დრომდე რეგიონებში უკვე 22 პარამედიკოსია განაწილებული. აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩნენ, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ სპეციალურად შედგენილი თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედიოდა. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა ჩაუტარდათ.

პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება და რეგიონში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics