18:35 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 10:20:04, 830 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: ჩვენ ღია ვართ შევხვდეთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების ფარგლებში, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოპოზიციური ფრაქციის წევრებთან შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.

„მხარეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე, პროცესსა და მოდელებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო დღეს მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. „გრძელდება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით. ამჯერად ეს შეხვედრა იმართება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. ჩვენ, ასევე ღია ვართ შევხვდეთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას. უკვე დავფარეთ საზოგადოებრივი ჯგუფების დიდი ნაწილი და პროცესი გრძელდება იმ მიზნით, რომ შეირჩეს საუკეთესო კანდიდატი ღია, გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით ეს უკვე რიგით მეექვსე შეხვედრაა. აღინიშნა, რომ კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics