16:02 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 16:52:11, 1632 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები

„პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო.

 მან ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალადობა დამანგრეველია.

„პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები. არ შეიძლება, პირველი ქალი პრეზიდენტი ქალების პრეზიდენტი არ იყოს. დიდი ხანია, ჩვენს ისტორიაში მსგავსი ფაქტები არ მომხდარა. საზოგადოების იმ ნაწილზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც დღეს, ქვეყანაში უმრავლესობასა და ძალიან აქტიურ ნაწილს წარმოადგენს. ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა გაჩნდა, რაც დამანგრეველია არა მხოლოდ სტატისტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი კულტურის დანგრევაა. ეს არის ის, რაც არასოდეს ხდებოდა და დღეს მზარდია. ამას მიხედვა სჭირდება, ამ საკითხის მიმართ ყურადღებით ვიქნები და ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მივიღებ და მათთან ერთად ვიმუშავებ იმაზე, ამის წინააღმდეგ ქვეყნის პოლიტიკა რა უნდა იყოს. ამ ყველაფერს მთავრობას მედიტორის როლით გადავცემ, რათა საჭირო ზომები მივიღოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics