16:04 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 18:21:36, 1324 ნახვა

პოლიტიკა
ზოიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა გაცილებით მეტი დანახარჯი, ვიდრე მთლიანი პარლამენტის 150 დეპუტატს სამივლინებო კუთხით

„პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა გაცილებით მეტი დანახარჯი, ვიდრე მთლიანი პარლამენტის 150 დეპუტატს სამივლინებო კუთხით“, - ასე შეაფასა პარლამენტის ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, აკაკი ზოიძემ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ თანხების ხარჯვის შესახებ აუდიტის დასკვნა.

კაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მაშინ როდესაც ვიზიტიდან ქვეყანა კონკრეტულ შედეგს ვერ მიიღებს, პრეზიდენტმა ასეთი ხარჯებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„მესმის, თავის უდიდესი დატვრითვა აქვს საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას ნებისმიერ დონეზე, მათ შორის პრეზიდენტის დონეზეც, მაგრამ ამაში იხარჯება ათასობით პენსიონერისთვის სამყოფი პენსიის თანხა. როდესაც კონკრეტულ შედეგს ასეთი ვიზიტებიდან ვერ ვიღებთ, არ მგონია, რომ ეს გამართლებული იყოს. ამის გარდა, კიდევ აღარ გავაგრძელებ იმ თემებზე საუბარს, რაც ბოლო პერიოდში იყო სკანდალები სასტუმროების ხარჯებთან. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტის, მაგრამ ერთის ადმინისტრაციას ჰქონდა გაცილებით მეტი დანახარჯი, ვიდრე მთლიანი პარლამენტის 150 დეპუტატს სამივლინებო კუთხით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელფასებსა და მომსახურებაზე 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მათგან დანამატების და პრემიის სახით ორ მილიონამდე ლარი გაიცა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics