16:04 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 16:20:40, 1399 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ვიხუმრე, თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად ბოდიშს ვუხდი

„ვიხუმრე, თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, იმათ ბოდიშს ვუხდი“, - ეს განცხადება დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ის ჟურნალისტებს გაეხუმრა  და არ იყო ეს შენიშვნა სერიოზულად გაკეთებული.

„ჟურნალისტებს არ ვეჩხუბე, ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება, სულ მუდამ ძალიან სერიოზულები არ ვიყოთ, იმედია ხუმრობით მიიღეთ,  თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, იმათ ბოდიშს ვუხდი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახნენებთ, რომ  სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს „ტვინის განძრევისკენ“ მოუწოდა. მედიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილისგან დაინტერესდნენ, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. მისი გაღიზიანება სწორედ ამ კითხვამ გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics